Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

2026 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიშელ ბუსკილასთან (Michele Bouskila) მისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ და ხალხთაშორის კავშირებს, მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები