Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი დიდიე რეინდერსს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისართან, დიდიე რეინდერსთან. 

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობაზე, ქართული მხარის მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე და ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო დაახლოების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. 

შეხვედრაზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. საუბრისას, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოება როგორც მართლმსაჯულების, ისე  სხვა მიმართულებებით, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები