Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, კანადაში ვიზიტის ფარგლებში, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. 

საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, შუა დერეფანში საქართველოს როლისა და კანადის  სავაჭრო დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

დანართები

    მსგავსი სიახლეები