Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი გაიმართა

2026 წლის 16 ნოემბერს, საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი, რომელსაც საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო იორდანიის მხრიდან - იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა და ექსპატრიატთა სამინისტროს გენერალური მდივანი, დაიფალა ალფაიეზი.

კონსულტაციის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მათი განვითარების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურისტულ მიმართულებას. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყება.

აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხი.

საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას. 

ქართულმა მხარემ იორდანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

დანართები

    მსგავსი სიახლეები