Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა ქ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაიწყო


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა . ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაიწყო.



ილია დარჩიაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სიმონ მორდიუს. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი გაფართოების დღის წესრიგი და ამ კუთხით ევროპული საბჭოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო.

 

მინისტრმა დიპლომატიურ მრჩეველს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების წარმატებული დღის წესრიგის შესახებ, მათ შორის გააცნო ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, და თითოეულ რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით უკვე განხორციელებული სამუშაოები

 

აღინიშნა, რომ გაწეული ძალისხმევით ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც ასევე დადასტურდა ევროკომისიის 8 ნოემბრის შესაბამისი რეკომენდაციით და იმედი გამოითქვა, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შემდგომ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირისაღმოსავლეთ პარტნიორობისფორმატსა და მის შემდგომ განვითარებაზე და იმედი გამოთქვეს, რომ  მინისტერიალის ფარგლებში წარიმართება ნაყოფიერი მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე, რომელიც დაფუძნებული იქნება მონაწილე ქვეყნების ინტერესებსა და მისწრაფებებზე

 

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ჩართულობისა და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის

 

ილია დარჩიაშვილმა, ვიზიტის არგლებში ასევე საუბარი გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან. 

 

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციები. შეაჯერეს .. 27 ნოემბერს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ .. 8 ნოემბერს ევროკომისიის რეკომენდაციების  შესრულების სამოქმედო გეგმა და მისი იმპლემენტაციის პროცესი

 

ილია დარჩიაშვილმა გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ცხრავე რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა ის პროგრესი, რაც ხელისუფლების მხრიდან ამ მოკლედ დროში იქნა მიღწეული

 

მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მისცეს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და გამოთქვეს იმედი, რომ მიმდინარე კვირას ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ

 

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა იან კოპმანს დირექტორატის აქტიური ჩართულობისთვის როგორც ევროპული საბჭოს პრიორიტეტების, ასევე ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და მხარდაჭერისთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები