Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას.  

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.  

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთად იმუშაონ  მიმდინარე დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები