Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

9 ივნისს, საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება



საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 9 ივნისს.
30 წლის მანძილზე ორ ქვეყანას შორის ყალიბდებოდა მჭიდრო მეგობრული და ხალხთაშორისი ურთიერთობები. მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით განვითარებული თანამშრომლობა.

2010 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო კონფუცის ინსტიტუტმა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს საფუძვლიანად გაეცნონ და შეისწავლონ ჩინური ენა და კულტურა, მომავალში კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფინანსებით სწავლა განაგრძონ ჩინეთში. 2019 წელს, თბილისის ღია უნივერსიტეტის ბაზაზეც, გაიხსნა კონფუცის მეორე ინსტიტუტი.

საქართველოსა და ჩინეთის დამეგობრებული ქალაქებია: ბათუმი - სანია, ქუთაისი - სიანი.

გარდა ამისა, საქართველოსა ჩინეთს შორის წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროშიც. ჩინეთი საქართველოს პირველი საექსპორტო პარტნიორია. სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში ჩინეთი მესამე ადგილს იკავებს. ქართული ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთის ბაზარზე, დღეისათვის ჩინეთში 40-ზე მეტი ქართული ღვინის სახლია გახსნილი.
საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან. შედეგად, 2018 წლის ბოლოს, ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს და შეადგინა 1,31 მილიარდი აშშ დოლარი. 2018 წლის შემდეგ ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი სტაბილურად აჭარბებს 1 მილიარდ აშშ დოლარს. 2019 წლის თებერვლიდან, ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონს შორის.
ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ავია მიმოსვლა ხორციელდება 2011 წლიდან.
2019 წლის 13 თებერვალს, თბილისში, ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, ჩინეთის მთავრობამ საქართველოსათვის გამოყო უსასყიდლო დახმარება 100 მილიონი იუანის (15 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია კოვიდ პანდემიის გავრცელების პერიოდში. ის გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში ჩინეთმა საქართველოს რამდენჯერმე მიაწოდა კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარი.

დღეს იგეგმება ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და სიჩუანის პროვინციას შორის. მოგახსენებთ, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კახი კალაძე, ჩინეთის მხრიდან კი სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი, ბატონი ჰუანგ ციანგი. მსგავს დოკუმენტებს დამეგობრების შესახებ ხელი უკვე მოეწერა 2021 წლის დეკემბერში, ქ ბათუმსა და ქ. სანიას შორის, ხოლო 2022 წლის მაისში - ქ. ქუთაისსა და ქ. სიანს შორის.

დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის აღნიშვნის ფარგლებში, ასევე იგეგმება საქართველოსა და ჩინეთს შორის „სარტყელისა და გზის თანამშრომლობის შესახებ სამოქმედო გეგმის“ ხელმოწერა. მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად გვევლინება შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა, რომელიც პეკინში იგეგმება.

დანართები

    მსგავსი სიახლეები