Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 67-ე სხდომაში 

2026 წლის 18 სექტემბერს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს რიგით 67-ე სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სუამ-ის ეროვნულმა კოორდინატორმა,  გიორგი ზურაბაშვილმა. 

სხდომის მონაწილეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული მადლიერება გამოიხატა სუამ-ის სამდივნოს მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის უწყვეტ ფუნქციონირებასა და სამუშაო ჯგუფების შეუფერხებლად მუშაობას.  

გიორგი ზურაბაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. მინისტრის პირველი მოადგილე მიესალმა სუამ-ის დარგობრივი სამუშაო ჯგუფების აქტიურ დინამიკას და აღნიშნა, რომ 2026 წლის ოქტომბერში, ქ. თბილისი ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლებს.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გიორგი ზურაბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

სხდომის ფარგლებში, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე და დაადასტურეს მზაობა, განაგრძონ აქტიური მუშაობა ორგანიზაციის ფარგლებში პრაქტიკული თანამშრომლობის განსამტკიცებლად.

 

დანართები

    მსგავსი სიახლეები