19-20 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შვეიცარიის კონფედერაციას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგნასიო კასისთან და შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან მარტინ კარდინასთან.