Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა



2022 წლის 26 ოქტომბერს, ქ. თბილისში, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა. კონსულტაციებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალვინ ბოტესი, საქართველოს მხრიდან კი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შემდგომი გაფართოების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას

მინისტრის მოადგილეებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ სამხრეთ აფრიკის დელეგაციის ხელმძღვანელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს ასევე გამართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციები პირველად ჩატარდა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები