Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი მიიღო.

მხარეებმა განიხილეს ისრაელში განვითარებული მოვლენები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა და მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ მჭიდრო  თანამშრომლობას ყველა აქტუალურ საკითხზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები