Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი  და სამომავლო გეგმები.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები