Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და იტალიას შორის ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დადებით დინამიკას და ხალხთაშორის კავშირებს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იტალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას.

ლაშა დარსალიამ მეგობარ იტალიელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები