Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა

4 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

მეფე ჩარლზ III-სთან აუდიენციისას, განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო  რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს.

მისმა უდიდებულესობამ, მეფე ჩარლზ III-მ საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები