Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას  შეხვდა

ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.  მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. 
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის და შავი ზღვის დაკავშირებადობის ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას. 
 
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობა, რომელიც ბუდაპეშტში 11-12 ივნისს გაიმართება.
 
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის  მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა. ამ პროცესის ხელშესაწყობად, გამოითქვა მზადყოფნა უნგრეთთან როგორც პოლიტიკურ, ისე ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
 
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეები კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობის განმტკიცებაზე შეთანხმდნენ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები