Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს ეწვევა

2024 წლის 26 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ნორვეგიელ კოლეგასთან, ესპენ ბარტ ეიდესთან. 

გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილი შეხვდება ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წარმომადგენლებს. 

შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და ისაუბრებენ ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამასთან, საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები