Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი, ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრ პიტერ ბურკეს შეხვდა

ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმდინარე დღის წესრიგს და ამ პროცესში ირლანდიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ილია დარჩიაშვილმა ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს გააცნო ამომწურავი ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიაღწია და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ მისდევს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო რეფორმების განხორციელების დღის წესრიგს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების სტრატეგიულ მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ირლანდიის მხარდაჭერის მნიშვნელობა. თავის მხრივ, ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ზოგადად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს ძლიერ და დინამიკურ პარტნიორობას და აღინიშნა საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის მნიშვნელობა ევროკავშირისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს და აღინიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის საქმეში.

განსაკუთრებით იქნა აღნიშნული ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა საქართველოში. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ირლანდიურ მხარეს მისიაში აქტიური ჩართულობისთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები