Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარ დიდიე რეინდერს შეხვდა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან მართლმსაჯულების საკითხებში, დიდიე რეინდერსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ. 


ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე და იმედი გამოითქვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ყველა პროცედურა მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართულობითა და მათთან კონსულტაციით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა დაადასტურეს.

ილია დარჩიაშვილი 3-4 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები