Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა

მალტაში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან.
 
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეუთო-ში ფინეთის მომავალი თავმჯდომარეობა და მისი პრიორიტეტები. საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მინისტრმა კოლეგას დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება აქტიური ძალისხმევა მიმართოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატების მისაღწევად.
 
საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების პროცესზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებების შესახებ.
 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები