Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ირლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს  ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი როლი ირლანდიაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, აგრეთვე ვრცლად მიმოიხილეს სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც, მათ შორის, სხვადასხვა პროგრამასა და პროექტში გამოიხატება.  

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ სახელწიფოს მიერ დაგეგმილ აქტივობებში და გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის. დიაპორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მხარადჭერისთვის.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები