2023 წლის 3 თებერვალს ძალაში შევიდა „პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“.
ხსენებული შეთანხმების ძალაში შესვლა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი, კულტურული, ტურისტული და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას და სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.