ნორვეგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ინე ერიქსენ სორაიდეს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობაზე; დადებითად შეაფასეს სხვადასხვა სფეროში კავშირების გამტკიცების პოზიტიური დინამიკა; განიხილეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები; ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას; ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს მასშტაბით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ქვეყნის მიერ ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. იმავდროულად, აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერის მნიშვნელობა.