Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა

2023 წლის 1-3 მაისს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი  ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს  ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან,  ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და  ასევე საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დასრულების და თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებათა დაწყების თაობაზე ერთობლივ დეკლარაციას. 

აღსანიშნავია, რომ ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები