Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი, ირაკლი ბერაია,  ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა.

საქართველოს წარმომადგენელმა ალიანსის გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო- საქართველოს თანამშრომლობა.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს როლის მნიშვნელობას და გენერალურ მდივანს ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
მარკ რუტემ ირაკლი ბერაიას წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები