Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველო მონაწილეობს ნატო-ს ვილნიუსის სამიტში

2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში,  ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის (ალიანსში მიწვეული ქვეყნის სტატუსით), ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი. 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.   

სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები. სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის  მიმართ.  

ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და  ნატოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები