Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

2023 წლის 2 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა და   საქართველოსა და შვედეთის სამეფოს  შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს  ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ  ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებზე.  აღინიშნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შვედეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის განსაკუთრებული როლი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები