Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ბრაზილიის ელჩს შეხვდა

2023 წლის 2 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შეხვდა საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოსვალდო ბიატო ჯუნიორს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

მხარეებმა აღნიშნეს, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები