Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა

2026 წლის 8 ივნისს, ქ. სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა.  

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას. 

საუბრისას ხაზი გაესვა რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კუთხით.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის ქ. სტამბოლში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები