Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიისა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის შეხვედრა

2026 წლის 6 ნოემბერს, ქ. ერევანში, გაიმართა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის შეხვედრა. შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, ვაჰან კოსტანიანი.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს კომისიების მუშაობის რამდენიმე წლის შემდეგ განახლება და ხაზი გაუსვეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მნიშვნელობას საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეებმა გამოხატეს საერთო ინტერესი, პროცესი დაასრულონ დიალოგისა და კონსტრუქციული სულისკვეთებით.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შეთანხმებული ოქმებისა და მომავალში შესაძლო დამატებითი ნაბიჯების შესახებ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროცესის ეფექტიანად წარმართვას.

მხარეებმა ასევე განიხილეს დელიმიტაციის პროცესის გაგრძელებისა და კომისიების შემდგომი მუშაობის საკითხები.

დანართები

    მსგავსი სიახლეები