Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალია ხავიერ კოლომინას შეხვდა

24 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შეხვდა, საქართველოში ვიზიტად მყოფ, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან საქართველოსათვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეული  პრაქტიკული დახმარების გაგრძელება. 

შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილი ნატო-ს  ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესი. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ალიანსის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები