ბელარუსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს პაველ უტიუპინს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებებით. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების მნიშვნელობას.
მაქსიმ რიჟენკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბელარუსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
თავის მხრივ, გიორგი ზურაბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ზურაბაშვილი ასევე შეხვდა ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სვეტლანა ნეჩაის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობას.