Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილისა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი  მალდივის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, აბდულა ხალილს შეხვდა.   

შეხვედრაზე  განიხილეს საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკის ურთიერთობები და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს , მათ შორის, ტურიზმის, განათლების, ინვესტიციების სფეროებში.  

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს წარმატებულ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 

მაკა ბოჭორიშვილმა მალდივის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები