Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2023 წლის 19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო  საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. 

შეხვედრას საქართველოს  მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო  აზერბაიჯანის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი.  

საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.  გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში. 

საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. 
მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის  საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი  და თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მხარეები  ასევე შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები