Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტერიალში

2026 წლის 13-14 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტერიალში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ლაშა დარსალიამ ისაუბრა გლობალური თანამშრომლობისა და ეფექტური მულტილატერალიზმის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით; მიმოიხილა 2030 წლის დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. ასევე, ხაზი გაუსვა, 2026 წელს, საქართველოში გამართული, გაეროს საჯარო მმართველობის ფორუმის მნიშვნელობას.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის შედეგებზე და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ გარემოზე.

14 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ მინისტერიალში. ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა დისკუსიაზე “მულტილატერალიზმის მომავალთან შესაბამისობის უზრუნველყოფა". მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გაეროს რეფორმის მნიშვნელობაზე, ასევე, ისაუბრა მულტილატერალიზმის როლზე კონფლიქტების პრევენციის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების კონტექსტში.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის პრეზიდენტთან, ხალილურ რაჰმანთან და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში, მოჰამედ ხალედ ხიარისთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს, ასამბლეის კონტექსტში, საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგები, გაეროში საქართველოს რეზოლუციები და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.

დანართები

    მსგავსი სიახლეები