Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს  ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან თანამშრომლობის კონტექსტში. 

ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მისწრაფებებს და ამ მხრივ გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.  

მაკა ბოჭორიშვილმა ალბანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები