Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, სადაც ჩანაწერი გააკეთა სამძიმრის წიგნში, რომელიც 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით გაიხსნა.

„ვუსამძიმრებ თურქ ხალხს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. ჩვენი ფიქრებით ვართ მათთან, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და მათთან, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. მსურს გავამხნევო თურქი ხალხი და კიდევ ერთხელ დავუდასტურო, რომ ასეთ რთულ დროს ისინი მარტო არ არიან, რომ ქართველი ხალხი მათ გვერდით დგას ამ მძიმე დღეებში" - აღნიშნულია ჩანაწერში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები