2026 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან (HCNM), კრისტოფ კამპთან, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია.
მხარეებმა შეაჯამეს ვიზიტის ფარგლებში განხილული საკითხები და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნული უმცირესობების მიმართულებით. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატში.