Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს, სუზანა ბაუმანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს, სუზანა ბაუმანს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს  მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ გზაზე პარტნიორებისა და მეგობრების, განსაკუთრებით გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მაღალ დინამიკასა და მჭიდრო პარტნიორობაზე. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. 

ამასთან, ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. 

მინისტრმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტრრიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები