Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალია გერმანიის ბუნდესთაგში ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

გრძელდება   თეიმურაზ   ჯანჯალიას   შეხვედრები   გერმანიის   ბუნდესთაგში.   მან შეხვედრა   გამართა   ევროკავშირის   საკითხთა  კომიტეტის   თავმჯდომარესთან   ანტონჰოფრაიტერთან (მწვანეთა პარტია).

შეხვედრაზე   მხარეებმა   ხაზგასმით   აღნიშნეს,   რომ   2022   წლის   ივნისში,ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპისადმი კუთვნილება.

მინისტრის  მოადგილემ  გერმანელ  კანონმდებელს  მიაწოდა  ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს  მიერ ევროკომისიის  რეკომენდაციების  შესრულების მიმართულებით გადადგმულ   ნაბიჯებზე.   მან  იმედი  გამოთქვა, რომ  საქართველოს ძალისხმევა   გათვალისწინებული  იქნება  ევროკავშირის  მხრიდან  საბოლოო შეფასებისას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. თეიმურაზ ჯანჯალიამ ამ გზაზე განსაკუთრებით გამოყო გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობა.

შეხვედრაზე,  ასევე,  იმსჯელეს  საქართველოს  ევროკავშირთან  საკანონმდებლო და ინსტიტუციური  შესაბამისობის  შესახებ  ევროკომისიის  მიერ  2023  წელს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელიც პოზიტიურად აფასებს ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ გატარებული   რეფორმების   ეფექტიანობას.  საქართველოს   ევროკავშირთან დაახლოების კუთხით განსაკუთრებულად   გაესვა ხაზი შავი ზღვის  დაკავშირებადობის მნიშვნელობას  და   რეგიონის   როლს   ენერგეტიკული   უსაფრთხოებისა   და  ახალი შესაძლებლობების გახსნის კუთხით, რაც საქართველოს, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროკავშირის საიმედო პარტნიორად.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.  ამავე   დროს,   მადლიერებით  აღნიშნა   გერმანიის,  როგორც   საქართველოს ერთ-ერთი   უმსხვილესი   დონორის  მხრიდან,   ქვეყნის   სოციალურ-ეკონომიკური განვითარების,  ისე   ევროპულ   გზაზე   რეფორმების   დღის   წესრიგის   მხარდასაჭერად შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები