Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ქ. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისთან. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიმოიხილა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, რაც გარდამტეხია საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის გაფართოებისა და კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

ილია დარჩიაშვილმა ვალდის დომბროვსკის გააცნო საქართველოს მიერ, ევროინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები საკანონმდებლო და ინსტიტუციური მიმართულებით. აღინიშნა რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობა და ამ გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ თანამშრომლობა ერთობლივი მიზნების მისაღწევად.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები