Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბელგიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბელგიის ახლად დანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო), ჟულიენ დე ფრაპონს შეხვდა.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს.

ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ევროპასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და თანმდევ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

მინისტრმა ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები