Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2023 წლის 26-28 აპრილს, საქართველოს ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვევა.

პოლონელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. 

ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ზბიგნევ რაუს  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები