Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, ბრიუსელში  ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით,  მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.

გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად  მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში, ასევე დაესწრება ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან,  აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვასთან.  საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები