Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

2024 წლის 4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,მაკა ბოჭორიშვილი მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.

ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის -  იან ბორგის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

მალტაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში,საგარეო საქმეთა მინისტრი  ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები