Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

2026 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლივიელ კოლეგას არჩევნების შედეგები და თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მზაობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

ყურადღება ასევე დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რეზოლუციებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის საკითხებს.

დანართები

    მსგავსი სიახლეები