Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვევა

2023 წლის 13-15 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ირლანდიის სენატის თავმჯდომარესთან ჯერი ბუტიმერთან, პარლამენტის სპიკერ შონ ო ფარელთან; ირლანდიის  საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან, ვიცე-პრემიერ მიჰოლ მარტინთან, ევროპულ საქმეთა და თავდაცვის სახელმწიფო მინისტრ პიტერ ბურკესთან, სახელმწიფო მინისტრთან საერთაშორისო განვითარებისა და   დიასპორის საკითხებში, შონ ფლემინგთან და დუბლინის ლორდ-მერ დოჰი დე როისტისთან. 

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვდება ირლანდიაში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც.

აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი ირლანდიაში პირველად ხორციელდება.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები