გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.