Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა

2026 წლის 3 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის  ოქმს.

ამასთან, დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები