Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან

2026 წლის 24 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს.

მინისტრმა სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობაზე. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ხაზი გაესვა  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ამ კუთხით საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხის გაეროს ფარგლებში განხილვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაეროს როლს აღნიშნულ პროცესში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები