Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გამართა შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელთან.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები. ილია დარჩიაშვილმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, აისახა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება  შეფასებული.

შეხვედრაზე  მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები